
ლატვიის პრემიერი რუსეთის მიერ პოლონეთზე სარაკეტო დარტყმას გმობს
15/11/2022 19:18:25 ევროპა
რუსული რაკეტების ნატო-ს ტერიტორიაზე, კერძოდ პოლონეთში ჩამოვარდნისა და შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტს ლატვიის პრემიერ-მინისტრი არტის პაბრიკსი ეხმიანება.
"რუსეთის დანაშაულებრივმა რეჟიმმა გაუშვა ორი რაკეტა, რომელიც არა მარტო მშვიდობიან უკრაინელებს მოხდათ, არამედ ჩამოვარდა ნატო-ს ტერიტორიაზეც - პოლონეთში. ლატვია სრულად უჭერს ხარს პოლონელ მეგობრებს და გმობს ამ დანაშაულს", — წერს პაბრიკსი.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
Reuters–ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. კომიტეტში შედიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე სპეცსამსახურების წარმომადგენლები.
განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს რადიო Lublin. მედიასაშუალების ინფორმაციით, ინციდენტი პრჟევოდოვში დაახლოებით 15:40 საათზე მოხდა, თუმცა აფეთქდა არა რაკეტები, არამედ ტრაქტორი, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.