Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას ეხმიანება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას ეხმიანება

15/11/2022 19:59:52 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ვარდნისა და მსხვერპლის შესახებ მედიის ინფორმაციასა და რიგ ოფიციალურ პირთა განცხადებებს „ესკალაციაზე გათვლილ პროვოკაციას“ უწოდებს. უწყების კომენტარს რუსული სახელისუფლებო მედიასაშუალება ავრცელებს.

როგორც სერგეი შოიგუს სამინისტრო ირწმუნება, რომ პოლონური მედიის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები არავითარ კავშირში არაა რუსულ იარაღთან და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარე სამიზნეებისთვის არ შეუტევიათ.

მოგვიანებით ანალოგიური შინაარსის განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გაკეთრა:

"პოლონური მედიებისა და ოფიციალური პირების განცხადებები "რუსული" რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით. რუსეთის მიერ უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარე ობიექტებზე დარტყმები არ განხორციელებულა".

***

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

Reuters–ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. კომიტეტში შედიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს რადიო Lublin. მედიასაშუალების ინფორმაციით, ინციდენტი პრჟევოდოვში დაახლოებით 15:40 საათზე მოხდა, თუმცა აფეთქდა არა რაკეტები, არამედ ტრაქტორი, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

მომხდარს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა:

"ბოლო ცნობები პოლონეთიდან აღმაშფოთებელია. აქტიურ კონსულტაციებს გავდივართ პოლონეთთან და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული გოჯი",- ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე განცხადება გააკეთა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა არტის პაბრიკსმა:

"რუსეთის დანაშაულებრივმა რეჟიმმა გაუშვა ორი რაკეტა, რომელიც არა მარტო მშვიდობიან უკრაინელებს მოხდათ, არამედ ჩამოვარდა ნატო-ს ტერიტორიაზეც - პოლონეთში. ლატვია სრულად უჭერს ხარს პოლონელ მეგობრებს და გმობს ამ დანაშაულს", — წერს პაბრიკსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S