
უკრაინამ "დრუჟბას" მილსადენით ნავთობის უნგრეთისკენ გატარება შეწყვიტა
15/11/2022 20:05:34 ევროპა
უკრაინამ "დრუჟბას" მილსადენით ნავთობის უნგრეთისკენ გატარება შეწყვიტა, - იუწყება რუსული ТАСС-ი "ტრანსნეფტის" ოფიციალურ წარმომადგენელ იგორ დემინზე დაყრდნობით, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინული მხარისგან მიღებულ შეტყობინებას ეყრდნობა.
"უკრაინული მხარისგან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძაბვის ვარდნის გამო ნავთობის გატარება შეწყდა", - განმარტა დემინმა.
- "დრუჟბა" ("Дружба") ნავთობის ბელარუსულ ქარხნებში მიწოდებასა და მის ევროპაში ტრანზიტს უზრუნველყოფს. იგი სამარის ოლქში (რუსეთი) იღებს სათავეს, გაივლის ბრიანსკს და შემდეგ ორად - ჩრდილოეთ და სამხრეთ მილსადენად იყოფა. "დრუჟბა" გაივლის ბელარუსს, უკრაინას, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, გერმანიას, უნგრეთს, ლატვიასა და ლიეტუვას.
ნავთობსადენის მუშაობის შეჩერების გამო უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.