
დაახლოებით 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა - ზელენსკი
15/11/2022 21:43:58 ევროპა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაახლოებით, 10 მილიონი უკრაინელი დღეს ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რუსული დაბომბვის გამო.
„ჩვენი ქვეყნის ბევრ ქალაქში და რეგიონში ელექტროენერგიის კვლავ აარიული გათიშვა მოხდა. 10 მილიონამდე უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ყველაზე მეტად - ამ წუთის მდგომარეობით, ხარკოვის რეგიონში, ჟიტომირის ოლქში, კიევის ოლქში და ლვოვის რეგიონში. ლვოვმა და ზოგიერთმა სხვა ქალაქმა შეაჩერა გათბობის მიწოდება...
მთელი ქვეყნის მასშტაბით არის კომუნიკაციისა და ინტერნეტის პრობლემები. დარტყმების შედეგად დღეს ავტომატიზაციამ გამორთო რამდენიმე ატომური ბლოკი ორ სადგურზე. ეს არის გათვლილი შედეგები და მტერმა ზუსტად იცოდა რას აკეთებდა",– თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
10 მილიონი ადამიანი არის უკრაინის მოსახლეობის მესამედიდან მეოთხედამდე, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრმა დატოვა ქვეყანა.
კევის ცნობით, რსეთმა დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა. სამიზნ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 90-დან 70 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს, თუმცა იერიშის შედეგად 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა.
რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ, ყველაზე მასშტაბურია ამ ომის განმავლობაში, ელექტროენერგია მოლდოვაშიც გაითიშა. ამასთან, უკრაინამ "დრუჟბას" მილსადენით ნავთობის უნგრეთისკენ გატარება შეწყვიტა, - იუწყება რუსული ТАСС-ი "ტრანსნეფტის" ოფიციალურ წარმომადგენელ იგორ დემინზე დაყრდნობით, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინული მხარისგან მიღებულ შეტყობინებას ეყრდნობა.
"უკრაინული მხარისგან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძაბვის ვარდნის გამო ნავთობის გატარება შეწყდა", - განმარტა დემინმა.
ვერცელდება ცნობები, რომ ორი რუსული რაკეტა ნატოს წევრ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.