Accentnews.ge
პოლონეთი ჯარების საბრძოლო მზადყოფნას ამაღლებს საზღვართან რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ

პოლონეთი ჯარების საბრძოლო მზადყოფნას ამაღლებს საზღვართან რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ

15/11/2022 22:02:11 ევროპა

პოლონეთის მთავრობამ სამხედროების საბრძოლო მზადყოფნის დონის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო საზღვართან მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ, რუსული რაკეტების დაცემით იყო გამოწვეული,– ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა განუცხადა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განხორციელდა პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია ასეთ ვითარებაში, მათ შორის, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, პოლონეთის ტერიტორიაზე გარკვეული საბრძოლო, სამხედრო ნაწილების და ძალოვანი ორგანოების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე“, - განაცხადა მიულერმა.

მისი თქმით, პოლონეთის მთავრობა სწავლობს, არის თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების საფუძველი. ამ მუხლის მიხედვით, მხარეები მართავენ ერთობლივ კონსულტაციებს, თუ რომელიმე წევრის აზრით, საფრთხე ემუქრება მის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.

მიულერმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა გაავრცელებს შეტყობინებას ინციდენტის შესახებ, რომელიც იქნება „არსებითად მკაფიო და მკაცრი, რათა არ იყოს მცდარი ინტერპრეტაცია“.

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

Reuters–ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. კომიტეტში შედიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S