Accentnews.ge
"ვუგზავნი ჩვენს უკრაინელ და პოლონელ მეგობრებს მხარდაჭერისა და სოლიდარობის მტკიცე გზავნილს"

"ვუგზავნი ჩვენს უკრაინელ და პოლონელ მეგობრებს მხარდაჭერისა და სოლიდარობის მტკიცე გზავნილს"

15/11/2022 22:07:02 ევროპა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეშფოთებას გამოთქვამს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებული ცნობების გამო.

"შეშფოთებული ვარ პოლონეთში აფეთქების შესახებ ცნობებით უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ. ვუსამძიმრებ პოლონეთს და ვუგზავნი ჩვენს უკრაინელ და პოლონელ მეგობრებს მხარდაჭერისა და სოლიდარობის მტკიცე გზავნილს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

Reuters–ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. კომიტეტში შედიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

პოლონეთი სამხედრო მზადყოფნას ზრდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S