Accentnews.ge
კალაძე: "ვარჰეის გზავნილები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სწორ გზაზე ვართ"

კალაძე: "ვარჰეის გზავნილები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სწორ გზაზე ვართ"

16/11/2022 08:30:27 პოლიტიკა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, "ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიმავალ სწორ გზაზე დგას".

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე, აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. მთავრობა და ყველა შტო მზადაა, რომ აღნიშნული გეგმა შესრულდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის. იცის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, რაც გვაძლევს ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, მოსახლეობამ იცის, რომ ამ რთულ გზაზე რამდენად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი და მიღწევაა. კარგად იცის იმ გულისტკივილის ფასიც, როდესაც სრულიად უსამართლოდ უთხრეს უარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამავე თემაზე: რა თქვა პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში – ძირითადი გზავნილები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S