
ლარი გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა
16/11/2022 13:35:00 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7396 ლარი ეღირება, ევრო – 2.8563 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2664 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7249 ლარი ღირდა, ევრო – 2.8432 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2328 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.