
პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა არის თუ არა რუსეთის, ეს დიდად არაფერს ცვლის – იტალიის პრემიერ-მინისტრი
16/11/2022 14:12:59 ევროპა
არ აქვს მნიშვნელობა, რაკეტა, რომელიც პოლონეთს მოხვდა, არის თუ არა რუსული, რადგან უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებზე პასუხისმგებელი კვლავ მოსკოვია,– ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
G20-ის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას მელონიმ თქვა, რომ ესაუბრა პოლონეთის პრემიერ–მინისტრ მატეუშ მორავიეცკის.
"ჰიპოთეზა, რომ უკრაინული საზენიტო რაკეტა დაეცა პოლონეთში, ცოტას რამეს თუ ცვლის. რუსები არიან პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა. ჩვენ და მოკავშირეები ვგმოთ მოსკოვის სარაკეტო დარტყმები", - თქვა მელონიმ.
15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.
ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთში.