Accentnews.ge
ყირიმიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან

ყირიმიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან

17/11/2022 06:34:19 ევროპა

17 ნოემბერს ყირიმში, ჯანკოიში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. ადგილობრივი ტელეგრამ–არხები საჰაერო თავდაცვის სისტემის ამუშავების შესახებ იუწყებიან.

”საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. პანიკის გარეშე,” - იტყობინება ტელეგრამ–არხი «Типичный Джанкой».

თავის მხრივ, ყირიმის ტელეგრამ–არხი «Крымский ветер» საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ჯანკოიში თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო აეროდრომს. აფეთქებების შემდეგ ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა, იტყობინებიან «Крымский ветер»–ს გამომწერები.

ამ დროისთვის, ყირიმის რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. არც უკრაინელი სამხედროები და ოფიციალური პირები საუბრობენ ამ ინციდენტზე.

აგვისტოდან ყირიმსა და სევასტოპოლში თითქმის ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმები. რუსეთის ხელისუფლება ამას ხსნის „უკრაინის დრონების“ დარტყმებით და „საჰაერო თავდაცვის სამუშაოებით“.

16 აგვისტოს ჟანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავებში აფეთქებები მოხდა. შედეგად 7 რუსული სამხედრო ვერტმფრენი განადგურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S