
"თავდასხმები მოვიგერიეთ": უკრაინის გენშტაბი ფრონტზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ინფორმაციას აქვეყნებს
17/11/2022 08:48:48 ევროპა
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდასხმები მოიგერიეს შვიდ დასახლებულ პუნქტთან დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 17 ნოემბერს დილით.
„გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკასა და ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქში: ვერხნეკამენსკოე, სოლედარი, ნეველსკოე, მარინკა და პერვომაისკოე“,– ნათქვამია მოხსენებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ჯარებმა განახორციელეს ოთხი საჰაერო და ექვსი სარაკეტო დარტყმა, განხორციელდა 40-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. ასევე, გასული დღის განმავლობაში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ქალაქ ზაპორიჟიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
იუწყებიან, რომ გასულ დღეს უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარების საზენიტო– სარაკეტო სისტემის ორ პოზიციას დაარტყა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს ორი სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ექვს უბანს, საბრძოლო მასალის 3 საცავს და ოკუპანტების სამი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტს“, - ნათქვამია ანგარიშში.
რუსული მხარე ზარალის შესახებ არ საუბრობს.
ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) წინა დღეს გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანის შემდეგ, რუსეთი გააძლიერებს შეტევით ოპერაციებს დონეცკის რეგიონში. ISW დასძენს, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ შეზღუდულ წინსვლას ლუგანსკის რეგიონში და, სავარაუდოდ, უფრო მეტს მიაღწევენ, თუ მათ ძალებს ხერსონიდან გააძლიერებენ სამხედროები.