Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: "ბათუმის პორტში შემოდის კეზერაშვილთან დაკავშირებული გემი, შემდეგ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ხოშტარია ატარებს ბრიფინგს, თითქოს ასე შემოდის საქართველოში სანქცირებული ტვირთი"

ირაკლი კობახიძე: "ბათუმის პორტში შემოდის კეზერაშვილთან დაკავშირებული გემი, შემდეგ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ხოშტარია ატარებს ბრიფინგს, თითქოს ასე შემოდის საქართველოში სანქცირებული ტვირთი"

17/11/2022 10:02:48 პოლიტიკა

"ძალიან საინტერესო სქემაა: ბათუმის პორტში შემოდის კეზერაშვილთან დაკავშირებული გემი, ხოლო შემდეგ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ხოშტარია ამ გემის თაობაზე ატარებს ბრიფინგს, თითქოს ასე შემოდის საქართველოში სანქცირებული ტვირთი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ეს უმარტივესი სქემა გაიშიფრა და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რას ემსახურებიან საქართველოში კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები".

„სქემა არის ძალიან საინტერესო. შემოდის გარკვეული გემი, თუ არ ვცდები, ბათუმის პორტში იყო ეს. ეს გემი დაკავშირებულია კეზერაშვილთან, ხოლო შემდეგ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ხოშტარია ამ გემის თაობაზე ატარებს ბრიფინგს, თითქოს ასე ხდება საქართველოში სანქცირებული ტვირთის შემოტანა. მარტივად არის შეფუთული ის მიზანი, რომელიც იდგა ამ ყველაფრის უკან - სცადეს რაღაცნაირად დაელაგებინათ, თითქოს საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას, სინამდვილეში ამ ყველაფერს აკეთებდა მარტივი სქემით კეზერაშვილი. ეს უმარტივესი სქემა გაიშიფრა და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რას ემსახურებიან საქართველოში კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S