Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრი: "საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთები იზრდება"

ფინანსთა მინისტრი: "საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთები იზრდება"

17/11/2022 10:06:58 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთები იზრდება. ამის შესახებ მან პარლამენტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთლიან ვალში საგარეო ვალის წილი შემცირდეს.

"საგარეო ვალები სავალუტო რისკებთან არის დაკავშირებული. ამასთან მათი საპროცენტო განაკვეთები გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო იზრდება“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ლარში დაფინანსებაზე, რაც ხარჯის გარდა, ხელს შეუწყობს ვალის პორტფელის დივერსიფიცირებას, სავალუტო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საშუალოვადიან პერიოდში ვალის მომსახურების ხარჯების შემცირებას.

„ოპონენტებისგან და ექსპერტებისგან ხშირად მომისმენია, რომ მათთვის გაუგებარია, თუ რატომ ვამბობთ უარს „იაფ“ საგარეო სესხებზე და ვიღებთ „ძვირ“ საშინაო ვალს. მას შემდეგ, რაც ვალის დონე აღვადგინეთ უსაფრთხო დონეზე, ვალის მართვის მთავარ ამოცანად ვალის საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება წარმოადგენს. შექმნილი გლობალური და ადგილობრივი მაკროეკონომიკური ტენდენციები საკმაოდ ხელსაყრელია ამ ამოცანის შესასრულებლად. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო ლარში საპროცენტო განაკვეთები იკლებს, რაც ბოლო პერიოდში გამართული აუქციონის შედეგებიდანაც ჩანს. ისტორიულად, უცხოურ ვალუტაში სესხება, ერთი შეხედვით, უფრო იაფი ჩანს დაბალი ნომინალური პროცენტის გამო, თუმცა ამ სესხებას ყოველთვის თან ახლდა სავალუტო რისკი, რაც საშუალოდ, პანდემიამდე ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6 პროცენტს შეადგენდა“, - აღნიშნა მან.

2023 წელს საქართველოს მთავრობა 3.6 მილიარდი ლარის ახალ საგარეო ვალს აიღებს, აქედან შიდა ვალი 1.4 მილიარდი ლარი იქნება (ზრდა 100 მლნ), ხოლო საგარეო ვალი – 2.2 მილიარდი ლარი (კლება 100 მლნ ლარი).

რაც შეეხება ვალის მშპ-სთან ფარდობას, ის BDD დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა 38.9%–ს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S