
ქვრივიშვილი: "2022 წლის ათ თვეში ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან 2.9 მილიარდი დოლარი მიიღო"
17/11/2022 11:23:23 ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 126 %-ით გადააჭარბა.
„შედეგად, 2022 წლის 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან 2.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 %-იან აღდგენას ნიშნავს. ეს არის იმ წარმატებული მარკეტინგული საქმიანობის შედეგი, რომელსაც ჩვენ სამიზნე ქვეყნებთან ვაწარმოებთ,“ – განაცხადა ქვრივიშვილი.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი ქვეყნების წვლილი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებასა და შემოსავლების აღდგენის დინამიკაში, როგორიცაა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ყურის ქვეყნები, ისრაელი და სხვა.