Accentnews.ge
ხუციშვილი: "2023 წლის ბიუჯეტი საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს"

ხუციშვილი: "2023 წლის ბიუჯეტი საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს"

17/11/2022 11:28:43 ეკონომიკა

2023 წლის ბიუჯეტი საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა.

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების 20%-იანი ზრდა.

როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტთან ერთად, წარმოდგენილია შრომის ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილება, რომლის მიხედვითაც მომდევნო წლებში საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა, დაკავშირებული იქნება კერძო სექტორში ხელფასების ზრდასთან.

ამასთან, კანონი განსაზღვრავს, რომ საჯარო სექტორში საშუალო ხელფასმა არ უნდა გადააჭარბოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90%-ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S