Accentnews.ge
დონფრიდი: "ელჩი დეგნანის კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას"

დონფრიდი: "ელჩი დეგნანის კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას"

17/11/2022 12:21:43 სამართალი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის კრიტიკა „აღმაშფოთებელია და ძირს უთხრის ორო ქვეყნის პარტნიორობას". ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

"შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორია მისი დამოუკიდებლობის დღიდან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მიაღწია პროგრესს, სწორედ ამაზე იყო დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია, რადგან ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში. აღმაშფოთებელია კრიტიკა ჩვენი ელჩის მისამართით. ჩვენ ველაპარაკეთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე და ხაზი გავუსვით, რომ კრიტიკა, რომელიც მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფებიდან მოდის, ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში აშშ–ის ელჩი და საელჩო არა მარტო რუსული დეზინფორმაციის, არამედ, სამწუხაროდ, რიგი ქართველი ოფიციალური პირების სამიზნეც გახდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S