Accentnews.ge
რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი განადგურდა – „ნაფტოგაზი“

რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი განადგურდა – „ნაფტოგაზი“

17/11/2022 14:15:48 ევროპა

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ნაფტოგაზმა“ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ დღეს განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა დააზიანა ან გაანადგურა უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი.

როგორც „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა, რუსეთმა „მასიური თავდასხმა“ განახორციელა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებლის „უკრგაზვიდობუვანიას“ ინფრასტრუქტურაზე.

„ამ დროისთვის ვიცით რამდენიმე ობიექტის შესახებ, რომლებიც განადგურებულია. დანარჩენებმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო“, - აღნიშნა ოლექსი ჩერნიშოვმა.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი ებრძვის ხალხისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიას და გათბობას და აფეთქებს ელექტროსადგურებს და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებს.

ამასთან დაკავშირებით კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უტევს ინფრასტრუქტურას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება უკრაინის სამხედრო პოტენციალს და უკრაინის რეჟიმს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S