
კიევის ოლქში ოთხი რუსული რაკეტა და ხუთი დრონი ჩამოაგდეს
17/11/2022 15:53:24 ევროპა
კიევის ოლქში ოთხი რუსული რაკეტა და ხუთი კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედი“ ჩამოაგდეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი კიევის წყალსაცავის თავზე გაანეიტრალა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს ოდესის ოლქის ტერიტორიაზე. იუწყებიან, რომ ოდესის რეგიონზე შეტევა რუსმა სამხედროებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით განახორციელეს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის ქალაქებში სინათლისა და გათბობის ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, რომელსაც პრობლემის გადაჭრა არ სურს.