
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის მახლობლად არსებულ ტერიტორიაზე საცეცხლე კონტროლის დამყარების შესახებ გამოაცხადა
17/11/2022 16:11:09 ევროპა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამყარეს საცეცხლე კონტროლი ანექსირებული ყირიმის მახლობლად,– ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი სამხედროები მართლაც მივიდნენ მდინარე დნეპრის სანაპიროზე, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაკონტროლოთ ტერიტორია დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან. საარტილერიო ჯარისკაცები და ზოგადად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერს ჩვენი იარაღის მაქსიმალური წვდომადობით დაარტყას“, - განაცხადა მან.
გრომოვის თქმით, რუსეთის არმია ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან უკან დახევის შემდეგ ჯარს აღადგენს და სხვა რაიონებში გადასროლას ცდილობს. რუსი სამხედროებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დონეცკის რეგიონზე კონტროლის დამყარება.
„არ გამოვრიცხავთ, რომ მტერმა ძალისხმევა გაზრდოს ზაპოროჟიესა და ლუგანსკის მიმართულებით. თუ მის ამბიციურ გეგმებს ავიღებთ, ის შეიძლება, შეეცადოს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ბელარუსის ტერიტორიიდან ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების გავლით. მაგრამ ეს ყველაფერი მის გეგმებშია და ეს უკვე იყო ჩვენს ისტორიაში. ღირსეულად ვიბრძოდით. ამ დროისთვის მტერს ნამდვილად გადაჰყავს თავის ჯარს ზოგიერთი მიმართულებით, მაგრამ ჩვენც ვიღებთ შესაბამის ზომებს“, - აღნიშნა გრომოვმა.