Accentnews.ge
პოლონეთში, რაკეტის აფეთქების ადგილზე უკრაინელი ექსპერტები დაუშვეს

პოლონეთში, რაკეტის აფეთქების ადგილზე უკრაინელი ექსპერტები დაუშვეს

17/11/2022 16:23:35 ევროპა

უკრაინის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ მისულიყვნენ უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე პოლონულ სოფელში, სადაც რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის სახელმწიფო მდივანმა იაკუბ კუმოჩმა, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო პოლიტიკაზე.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უკრაინა არ არის დამნაშავე რუსეთისგან თავის დაცვაში და რუსულ რაკეტებთან ბრძოლაში. უკრაინელი ექსპერტები შეიყვანეს ადგილზე“, - თქვა კუმოჰმა.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს და უკრაინის ელჩს პოლონეთში "ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში თანამშრომლობისთვის".

ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა მოწოდებით, უკრაინელი ექსპერტები დაეშვათ პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიების პროცესში.

15 ნოემბერს პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვთან ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. მოსკოვმა, თავის მხრივ, უარყო საკუთარი მონაწილეობა და პოლონური მედიის ცნობებს "პროვოკაცია" უწოდა.

პოლონეთში 15 ნოემბერს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვიეს, შემდეგ კი განაცხადეს, რომ რიგ დანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის დონე გაიზარდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე „რუსული წარმოების რაკეტის“ ჩამოვარდნის გამო დაიბარა რუსეთის ელჩი.

პოლონეთის პრეზიდენტმა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ ეს იყო 1970-იან წლებში დამზადებული რუსული წარმოების რაკეტა, რომელიც სავარაუდოდ, გამოიყენებოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ. მისი თქმით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ პოლონეთზე იყო მიზანმიმართული თავდასხმა და არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ რაკეტა რუსეთის მიერ იყო გაშვებული. მან ივარაუდა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S