Accentnews.ge
უკრაინის საგარეომ უპასუხა პუტინის სპიკერის განცხადებას სარაკეტო თავდასხმებით მოლაპარაკებების იძულების შესახებ

უკრაინის საგარეომ უპასუხა პუტინის სპიკერის განცხადებას სარაკეტო თავდასხმებით მოლაპარაკებების იძულების შესახებ

17/11/2022 19:59:49 ევროპა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომელმაც უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას უწოდა "უკრაინული მხარის მხრიდან მოლაპარაკებების სურვილის არქონის“ შედეგი.

„ასე იქცევიან ISIS-ის ტერორისტები [ტერორისტული დაჯგუფება]:ისინი კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, რომ შეასრულონ მოთხოვნები. რუსეთი მოქმედებს როგორც ტერორისტული სახელმწიფო. პესკოვის განცხადებამ ზოგიერთ ქვეყანას თვალი უნდა აუხილოს, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისკენ ისწრაფვის. რუსული აგრესიის შეჩერება ლაპარაკით შეუძლებელია. მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ტანკებით დამრავალჯერადი სარაკეტო სისტეით“, - წერს „ფეისბუქზე“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო.

რამდენიმე საათით ადრე დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტი კიევის ქმედებების შედეგია.

რუსეთი მასირებულ შეტევას ახორციელებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგეტიკულ ობიექტებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S