
"მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ და პროექტის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ"
22/10/2019 06:10:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მზად არის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე წარსდგეს. კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა იგივეს გაკეთებისკენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებსაც მოუწოდა.
"ჩვენ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ჩვენი ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ, მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე. ჯერ არ ვიცით პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ეს ერთობლივად მოხდეს, ჩვენსა და სამინისტროს მიერ, რადგან ეს უფრო საქმიან ფორმატს შესძენს ამას",- განაცხადა ახვლედიანმა.
ცნობისთვის: პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები - ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი ანაკლიის საკითხზე პარლამენტში შეხვედრას და საკითხზე დისკუსიის გამართვას სთავაზობენ.