Accentnews.ge
ალიევი: "ჩვენი რეგიონის პოტენციალის განვითარების დიდი შესაძლებლობები გვაქვს“

ალიევი: "ჩვენი რეგიონის პოტენციალის განვითარების დიდი შესაძლებლობები გვაქვს“

18/11/2022 08:45:39 კავკასია

საქართველო და აზერბაიჯანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს აღნიშნავენ.

„ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ამჟამად ახალი შინაარსით ივსება“,– ამის შესახებ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსადმი მიწერილ წერილში ხსენებულ დღესთან დაკავშირებით.

„მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების დიდი შესაძლებლობები გვაქვს“, - ამბობს ალიევი.

აზერბაიჯანული მედია ასევე აქვეყნებს საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის მიერ ალიევისადმი მიწერილი წერილების შინაარსსაც. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებთ სამაგალითო მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები:

"ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა გააღრმავეს თანამშრომლობა ბევრ მნიშვნელოვან სფეროში. მოხარული ვარ, რომ ხალხებსა და მთავრობებს შორის მყარ საფუძვლებზე აგებული ურთიერთობები დღესაც წარმატებით ვითარდება".

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „მრავალი სირთულის, რომელთაც საქართველო და აზერბაიჯანი აწყდებოდნენ დამოუკიდებლობის აღდგენამდე, გახდა ბუნებრივი შედეგი იმისა, რომ ეს ქვეყნები დარჩნენ არა მხოლოდ მეგობრულ ქვეყნებად, არამედ ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა“.

„გულწრფელად გილოცავთ ქართველი ხალხის და ჩემი სახელით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს“, - ნათქვამია წერილში.

ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საქართველო იმედოვნებს აზერბაიჯანთან პარტნიორობის გაძლიერებას ორივე მხარისთვის საინტერესო სფეროებში.

„ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. სამი ათწლეულის მანძილზე ჩვენ განვავითარეთ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო მეგობრობას და ველით ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებას ყველა, ორმხრივი ინტერესის სფეროებში“, - აღნიშნა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S