
რუსულ სარაკეტო იერიშებს ვოლნიანსკიში 9 ადამიანი ემსხვერპლა
18/11/2022 09:05:04 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკიში სარაკეტო იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
"დილის მდგომარეობით, კიდევ 2 გარდაცვლილი იპოვეს. გუშინ, საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკვე 9 გარდაცვლილია ნაპოვნი. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ.
17 ნოემბერს, ღამით რუსულმა ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკიში. რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო იერიშის შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა – დაინგრა ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.