
უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიის შედეგად 433 ბავშვი დაიღუპა – გენპროკურატურა
18/11/2022 09:45:15 ევროპა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ქვეყანაში 24 თებერვლიდან მოყოლებული დღემდე, რუსულ სამხედრო აგრესიას 1000–ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა, მათგან 433 ბავშვი დაიღუპა, 837 დაშავდა. ამასთან, გენპროკურატურა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.
- დონეცკი - 423
- ხარკოვი - 265
- კიევი - 117
- მიკოლაივი - 77
- ზაპოროჟიე - 72
- ჩერნიგოვი - 68
- ლუგანსკი - 64
- ხერსონი - 64
- დნეპროპეტროვსკი - 32
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2719 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 332 კი მთლიანად განადგურდა.