Accentnews.ge
ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების ოდენობა 68 მილიარდ ევროს შეადგენს - Politico

ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების ოდენობა 68 მილიარდ ევროს შეადგენს - Politico

18/11/2022 10:21:19 ევროპა

ევროკავშირმა 68 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა, იუწყება Politico ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, გაყინული აქტივების უმეტესობა ბელგიაზე მოდის: წინასწარი შეფასებით, ქვეყანაში დაახლოებით, 50 მილიარდი ევროა გაყინული.

„მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 5,5 მილიარდი ევროთი იტალიასთან, გერმანიასთან, ირლანდიასთან, ავსტრიასთან და საფრანგეთთან ერთად: მათზე მოდის გაყინული აქტივების 90%-ზე მეტი“, – წერს Politico.

გარდა ამისა, ევროკავშირს შეუძლია რუსეთის ეროვნული რეზერვების – 33,8 მილიარდ ევრომდე გაყინვა.

„ახლა ეს ციფრი შეფასების პროცესშია, ამიტომ ციტირებას არ ექვემდებარება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ოქტომბერში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიზანია „არა მხოლოდ აქტივების გაყინვა, არამედ კონფისკაცია“.

ამ კვირის დასაწყისში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინისთვის რეპარაციების გადახდის აუცილებლობის შესახებ. კრემლმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა "ყაჩაღობის ფორმალიზება გაეროს პლატფორმის გამოყენებით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S