Accentnews.ge
კაცი, რომელმაც შვილი კიევის დაბომბვისას დაკარგა, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარისთვის დაიჭირეს ბელარუსში

კაცი, რომელმაც შვილი კიევის დაბომბვისას დაკარგა, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარისთვის დაიჭირეს ბელარუსში

18/11/2022 10:36:16 ევროპა

ბელარუსში, ვიტებსკის 68 წლის მკვიდრ ალექსანდრე პოტაპოვს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარისთვის ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეურაცხყოფაში ედება,– ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია «ვესნა» იტყობინება.

უფლებადამცველების ცნობით, წარმოშობით უკრაინელი ბელარუსის მოქალაქე ალექსანდრე პოტაპოვი ვიტებსკის ოლქში 1997 წლიდან ცხოვრობს.რუსული ჯარების მიერ კიევის დაბომბვისას მან ქალიშვილი დაკარგა, ხოლო მისი არასრულწლოვანი დისშვილი ქვედა კიდურის გარეშე დარჩა. საკუთარი განცდები კაცმა სოციალურ ქსელში 8 და 16 ივლისს გამოხატა: მან რეაგირება მოახდინა ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე, მათ შორის, ახსენა ლუკაშენკოც. ექსპერტიზამ ეს კომენტარები „შეურაცხმყოფელად“ შეაფასა.

კაცი 25 აგვისტოდან იმყოფება პატიმრობაში. მან სასამართლოზე „დანაშაული“ სრულად აღიარა.

უფლებადამცველების თქმით, დაკავებული ამბობს, რომ თავს მუდმივად ცუდად გრძნობს და იძულებულია, ტკივილგამაყუჩებლები მიიღოს. მას საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმებას დაპირდნენ, მაგრამ ბოლო 94 დღეა, ის მძიმე პირობებში იმყოფება საკანში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S