Accentnews.ge
დეგნანმა, მათ შორის, მმართველი გუნდის წევრებს შეახსენა, სად დაიწყო მათი კარიერა

დეგნანმა, მათ შორის, მმართველი გუნდის წევრებს შეახსენა, სად დაიწყო მათი კარიერა

18/11/2022 13:27:34 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა, მათ შორის, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებდნენ, შეახსენა, რომ თავის დროზე კარიერა მათ სწორედ ამ სექტორში დაიწყეს და მაშინ მნივნელოვან საქმესაც აკეთებდნენ, ისევე როგორც დღეს წევს მნიშვნელოვან სამუშაოს სამოქალაქო საზოგადოება. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა „ქარულ ოცნებას“ „სიმართლის სათქმელად“ გამოყოფილი გუნდის ინიციატივასთან დაკავშირებით.

„ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, რადგან ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში. რაც პირადად მიხანავს საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ასრულებენ ძალიან ბევრი მიმართულებით, იქნება ეს გარემოს დაცვა, დახმარება, შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის პროექტები და ა.შ. ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების არსიც ეს არის: იქ იკრიბებიან გარკვეული თემის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, გადაჭრან გარკვეული პრობლემები და ამით გააუმჯობესონ თემის თუ თითოეული მოქალაქის ცხოვრება. ჩემთვის ძალიან დამაბნეველია ის ფაქტი, რომ ასეთი დამოკიდებულებაა სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან ბევრმა, თუნდაც მმართველი გუნდის წევრებმაც კარიერა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებში დაიწყეს და მუშაობდნენ ქვეყნის განვითარებისთვის და ნამდვილად ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებდნენ. ძალიან დამაბნეველია, როდესაც ახლა მათი მხრიდან ისმის ასეთი კრიტიკაა ამ ორგანიზაციების მიმართ. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვთქვათ, აღარ იარსებებს ხალხის ხმა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება არის ერთად შეკრებილი ხალხის ხმა ძლიერი დემოკრატიისთვის და ძლიერი საქართველოსთვის“,– განაცხადა ელჩმა.

„ხალხის ძალა“ გამოვიდა ინიციატივით, რომ NGO-ების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეისწავლიან ინიციატივას და შემდეგ მოახდენენ რეაგირებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S