
"ნებისმიერი დათმობა იქნება პუტინის გამარჯვება, დააკანონებს მკვლელობას და ომს საერთაშორისო ურთიერთობების იარაღად აქცევს"
18/11/2022 14:01:44 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ნებისმიერი ტერიტორიული „კომპრომისი“ არათუ მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს, არამედ მსხვერპლის რაოდენობას გაზრდის.
„ნებისმიერი ტერიტორიული „კომპრომისი“ არ მოიტანს მშვიდობას, არამედ გაამრავლებს მსხვერპლს. რუსეთისთვის ნებისმიერი დათმობა იქნება პუტინის გამარჯვება, დააკანონებს მკვლელობას და ომს საერთაშორისო ურთიერთობების იარაღად აქცევს. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის დასასრული. ვინმეს ნამდვილად სურს ეს?“- წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.