Accentnews.ge
კახეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

კახეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

19/11/2022 12:03:16 სამართალი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში 25 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა 37 წლის კაცმა თანასოფლელი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა დაჭრილი გარდაცვლილი დახვდათ. მრავლობითი დაზიანებები აქვს თავად 37 წლის მამაკაცსაც. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ენისელში, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. სოფელში იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S