
მელიტოპოლის მერი ქალაქის ჩრდილოეთით "სამი ძლიერი აფეთქების" შესახებ იტყობინება
21/11/2022 06:07:45 ევროპა
სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა მელიტოპოლის რაიონში. ამის შესახებ ოკუპირებული ქალაქის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
„ცნობილია სამი ძლიერი აფეთქების შესახებ მელიტოპოლის ჩრდილოეთით - დროებით ოკუპირებულ სოფელ ვესელოეს მიდამოში, რკინიგზის სადგურთან. დეტალებს ვაზუსტებთ“, - განაცხადა ქალაქის მერმა თავის ტელეგრამ–არხში.
13 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები ქმნიდნენ თავიანთ დაჯგუფებას ზაპოროჟიეს ოლქის მელიტოპოლის რაიონში, ხოლო კოლონები ქალაქში ტოკმაკიდან ჩამოდიოდნენ. ასევე, ივან ფედოროვის თქმით, რუსულმა არმიამ მელიტოპოლი გადააქცია „სამხედრო ბაზად“.
მელიტოპოლი 25 თებერვლიდან რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფება. რუსეთის ხელისუფლებამ სექტემბერში გამოაცხადა უკრაინის ოთხი რეგიონის, მათ შორის ზაპოროჟიეს ანექსია. უკრაინამ და დასავლეთმა დაგმეს ანექსიის მცდელობა.