Accentnews.ge
ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან რუსეთის გვერდის ავლით ვაჭრობის საკითხს განიხილავს

ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან რუსეთის გვერდის ავლით ვაჭრობის საკითხს განიხილავს

21/11/2022 07:01:41 ევროპა

ევროკავშირი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ცენტრალური აზიისკენ სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობაში, რათა რეგიონის ქვეყნებთან რუსეთის გვერდის ავლით ივაჭროს, - წერს ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჟოზეპ ბორელი თავის ოფიციალურ ბლოგში.

"ნათელია, რომ რეგიონი კავშირების დივერსიფიცირებას ცდილობს და ევროკავშირს უპირატეს პარტნიორად განიხილავს. რუსეთი და ჩინეთი ასრულებდნენ და ამ დრომდე ასრულებენ მნიშვნელოვან როლს რეგიონში, მაგრამ მისი ქვეყნები ახორციელებენ სხვადასხვა რეფორმებს და აუმჯობესებენ ერთმანეთთან ურთიერთობებს. ჩვენ ცალსახად დაინტერესებულები ვართ იმით, რომ ვისარებლოთ ამ ცვლილებებით. ცენტრალური აზიის უზარმაზარი პოტენციალი დაკავშირებულია ენერგომატარებლებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მოწოდებასთან", – წერს ბორელი.

ახალ სატრანსპორტო დერეფნებში ევროკავშირის დიპლომატიის ლიდერი გულისხმობს ტრანსკასპიურ მარშრუტს, რომლის განვითარების საკითხი მან 16-17 ნოემბერს ყაზახეთში ვიზიტის დროს განიხილა.

ცნობისთვის: ცენტრალური აზიის რეგიონში შედიან ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ტაჯიკეთი. ამასთან, ყველა ეს ქვეყანა, თურქმენეთის გარდა, რუსეთის ინიციატივით ჩამოყალიბებული "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის" წევრია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მთავარი დიპლომატი სერგეი ლავროვი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საუბრობდა. თუმცა არც ერთმა მათგანმა რუსეთს ამ ომში მხარი არ დაუჭირა და არც ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები უღიარებია მათი რუსეთთან შედგომი მიერთებით. რაც შეეხება დასავლეთის სანქციებს, ეს სახელმწიფოები მათ ოფიციალურად არ მიუერთდნენ, თუმცა ფაქტობრივად მაინც ასრულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S