
მაკეევკაში ოკუპანტების ნავთობის ბაზა იწვის
21/11/2022 07:21:26 ევროპა
ოკუპირებულ მაკეევკაში, ნავთობსაცავის ტერიტორიაზე იწვის საწვავის ორი ავზი და სამი სტაციონარული კონტეინერი, – იუწყებიან რუსი სამხედროები.
მათი ცნობით, მიზეზი იერიში გახდა. ამის გამო, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუჩნდა ორ ავზს, ასევე სამ სტაციონალურ კონტეინერს.
საწვავის ბაზა ანტროპოვას ქუჩაზე, ქალაქის ჩერვონოგვარდეისკის რაიონშია განთავსებული.
შეტყობინება ხანძრის შესახებ კიევში დილის 3:06 საათზე მიიღეს. მას სირთულის მესამე ხარისხის კვალიფიკაცია მიენიჭა.