
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა განმარტა, რა დრო სჭირდება რუსეთს ირანული დრონების წარმოებისთვის
21/11/2022 08:15:51 ევროპა
რუსეთი ვერ შეძლებს სწრაფად შექმნას ირანული დრონების საკუთარი წარმოება, – განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა უკრაინის ნაციონალური ტელემარათონის ეთერში ცნობების ფონზე, რომ რუსეთი ირანთან საკუთარ ტერიტორიაზე ირანული დრონების წარმოებაზე შეთანხმდა.
„ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, პირველ რიგში, ქვეყნების სურვილზე, განათავსონ ეს ყველაფერი (წარმოება). აშკარაა, რომ საუბარი არაა კვირებზე – საუბარია, თვეებზე. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სწრაფად. რაღაც სიმძლავრეების გადატანა შეიძლება, სადაც უკვე არის აღჭურვილობა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. და, როგორც ვიცით, რუსეთში ეს პროცესი შეიძლება გარკვეულწილად შეფერხდეს, იქნებ ვინმეს სურდეს ამაზე დამატებითი ფულის გამომუშავება“, - ვარაუდობს იგნატი.
მან გაიხსენა, რომ რუსეთი თავად აწარმოებს თავდასხმის, ისე სადაზვერვო დრონებს. იგნატის თქმით, ირანს სურს, სანქციების ზეწოლა აირიდოს რუსეთისთვის საკუთარი დრონების სქემების გადაცემით.
”ომმა მიაღწია ისეთ ეტაპს, რომ უფრო და უფრო მეტი დრონი ჩნდება და ისინი საფრთხეს ქმნიან. მისგან თავის დაცვაა საჭირო, ამასთან, აწყობა იმგვარი დრონების, რომ მტერს ზურგში მიაყენო დარტყმა",– დასძინა იგნატმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობა, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა თქვა, რომ გარკვეული დიპლომატიური ფაქტორების გამო, ეს პროცესი შეიძლება, შენელდეს, მაგრამ საჭიროა ყველაფრისთვის მომზადება:
„შესაძლოა, რაღაც დიპლომატიურმა რესურსებმა, მოლაპარაკების პროცესებმა, ზოგიერთმა ქვეყანამ ამაზე გავლენა მოახდინოს. იმედი ვიქონიოთ, რომ ტერორისტი არ მიიღებს ამ რაკეტებს. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის“.
ერთი დღით ადრე The Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მოსკოვი თეირანს შეუთანხმდა რუსეთში ირანული საბრძოლო დრონების წარმოებაზე.