Accentnews.ge
პოლონეთმა ჯერ კიდევ არ იცის, საიდან გაისროლეს რაკეტა – მორავეცკი

პოლონეთმა ჯერ კიდევ არ იცის, საიდან გაისროლეს რაკეტა – მორავეცკი

21/11/2022 08:51:04 ევროპა

მიმდინარეობს გამოძიება იმის თაობაზე, თუ საიდან გაისროლეს რაკეტა, რომელიც აფეთქდა პოლონეთში, – ასე უპასუხა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას, აღიარა თუ არა უკრაინამ, რომ რაკეტა მისი ტერიტორიიდან იყო გაშვებული.

”ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით [რაკეტის წარმოშობა – რედ. ]. დაე, ექსპერტებმა და პროკურორებმა იმუშაონ ამაზე“, - განაცხადა მორავიეცკიმ.

მან დასძინა, რომ გამომძიებლებს აქვთ მტკიცებულებები სასაზღვრო სამსახურის კამერებიდან, მაგრამ ისინი აბსოლუტური სიზუსტით არ აჩვენებენ, საიდან გაუშვეს რაკეტა. შესაბამისად, პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიებას „გარკვეული დრო დასჭირდება“.

მისი თქმით, პოლონეთი დაინტერესებულია საქმის სრული გამჭვირვალობით: „კერძოდ, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრები და პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ გამოძიების დასკვნები იქნება ცალსახა. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ისინი“.

20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სპეციალისტებმა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვში რაკეტის ჩამოვარდნის ადგილის ექსპერტიზა დაასრულეს. 15 ნოემბერს პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვთან ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. მოსკოვმა ცნობებს „პროვოკაცია“ უწოდა.

პოლონეთში 15 ნოემბერს ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს საგანგებო სხდომა მოიწვიეს და დანაყოფების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.

მოგვიანებით ლიდერებმა განაცხადეს, რომ წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში მომხდარ ინციდენტი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტასთან იყო დაკავშირებული, რომელიც რუსული რაკეტის მოსაგერიებლად გაუშვეს. ამ ვერსიას კიევი არ ეთანხმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S