
რუსეთმა ჯამში 84 600 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი
21/11/2022 09:13:34 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 84,600 სამხედრო, მათ შორის 390 ბოლო 24 საათის განმავლობაში, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი 21 ნოემბერს.
გარდა ამისა, ამავე წყაროს ცნობით, რუსებმა დაკარგეს:
- ტანკი – 2892 (+6 – ბოლო 24 სათში),
- ჯავშანტექნიკა – 5822 (+5),
- საარტილერიო სისტემა – 1870 (+2),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 393,
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 209,
- საბრძოლო თვითმფრინავი – 278,
- ვერტმფრენი – 261,
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1537,
- გემი/ნავი –16,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 4378 (+7),
- სპეცტექნიკა –161,
- ფრთოსანი რაკეტა – 480.
„მონაცემები ზუსტდება“,– დასძენენ გენშტაბში
21 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ უკრაინის ომში 5937 რუსი სამხედრო დაიღუპა, რაც ჩამორჩება ჟურნალისტების მიერ ღია წყაროებში დაღუპულთა შესახებ მოკრებილ ცნობებსაც კი, რომელიც სრულად ასევე არ ასახავს რეალობას.