
ბრიტანულმა დაზვერვამ უკრაინაში რუსული ძალების ყველაზე დაუცველი ფლაგმანი დაასახელა
21/11/2022 09:35:02 ევროპა
ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოს რაიონი ახლა უკრაინაში რუსული ჯარების ყველაზე დაუცველი ადგილია, – იუწყება ბრიტანულმა დაზვერვა 21 ნოემბრის ანგარიშში.
„ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ინტენსიური საარტილერიო შეტაკებებია სვატოვოს მიმართულებით – ლუგანსკის რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში. ისევე როგორც ფრონტის სხვა ადგილებში, რუსული ძალები ანიჭებენ პრიორიტეტს თავდაცვითი პოზიციების აშენებას, მაღალი ალბათობით, ნაწილობრივ დაკომპლექტებული, ცუდად გაწვრთნილი მობილიზებული რეზერვისტებით. იმის გამო, რომ რუსეთის ფრონტის სამხრეთ-დასავლეთი ხაზი დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე უფრო უსაფრთხო გახდა, სვატოვოს სექტორი, ალბათ, რუსული ჯარების უფრო დაუცველი ოპერატიული ფლანგი გახდა. ვინაიდან, სვატოვო არის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ცენტრი ლუგანსკის რეგიონში, რუსეთის ლიდერები, სავარაუდოდ, რეგიონზე კონტროლის შენარჩუნებას განიხილავენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, რუსეთის როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი შესაძლებლობები კვლავ შეზღუდულია საბრძოლო მასალისა და კვალიფიციური პერსონალის ძლიერი დეფიციტით.
10 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის რაიონში რამდენიმე მიმართულებით ორი კილომეტრის მანძილზე დაწინაურდნენ. 10 ნოემბერსვე ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ქალაქ სვატოვოსა და კრემენოის მიდამოებში „სიტუაცია სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ რთულია“, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ.