Accentnews.ge
„თიბისი“ კაპიტალი ყოველკვირეულ განახლებას მთავარი ეკონომისტისგან აქვეყნებს

„თიბისი“ კაპიტალი ყოველკვირეულ განახლებას მთავარი ეკონომისტისგან აქვეყნებს

21/11/2022 09:36:12 ეკონომიკა, რეკლამა

„თიბისის“ ინფორმაციით, ოქტომბრის საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები შედარებით სუსტი იყო, განსაკუთებით, ექსპორტის ნაწილში.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

“ტურიზმის შემოდინებები, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით და გზავნილები რუსეთიდან გადმორიცხვების შესწორების გათვალისწინებითაც კი, ძლიერი იყო.

მთლიანობაში, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, დამატებით გაუმჯობესდა. სეზონური შესწორების გარეშე კი, ანუ ფაქტობრივად, გაუარესდა. თუმცა, როგორც „თიბისი“ კაპიტალის წინა პუბლიკაციებშია აღნიშნული და ამავე მიმართულებით ლარის კურსის ბოლოდროინდელი დინამიკაც მიუთითებს, ლარის კურსის სეზონურობის მხრივ, ბიზნესისა და მოსახლეობის უფრო მაღალი აღქმადობის გამო, მისი სეზონური მერყეობა უკვე ნაკლებად რელევანტურია.

გასულ კვირაში, ასევე, გამოქვეყნდა დასაქმების მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ მე-3 კვარტალში მკვეთრი გაუმჯობესება დაფიქსირდა. თანაც, ეს იმ ფონზე, როდესაც დასაქმების ამ სტატისტიკაში მიგრანტების ბოლოდროინდელი ნაკადი არაა გათვალისწინებული და ასევე, როგორც ჩანს, ემიგრაცია წელსაც საკმაოდ მატერიალურია”, - ნათქვამია „თიბისის“ განცხადებაში.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S