Accentnews.ge
ნაუსედა „ბელარუსის ფაქტორის“ გამო შიშობს და NATO–ს მიმართავს

ნაუსედა „ბელარუსის ფაქტორის“ გამო შიშობს და NATO–ს მიმართავს

21/11/2022 09:47:43 ევროპა

ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მან მოუწოდა ნატოს, ყურადღება მიაქციოს ბელარუსის როლს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში და ბელარუსის ტერიტორიიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეჭრის საშიშროებას.

„ცხადია, რომ ბელარუსი ომში მონაწილეობს. ბელარუსი რუსეთის განკარგულებაშია სამხედროების გადაადგილებისთვის ნებისმიერ რეგიონში - დასავლეთით თუ სამხრეთით. ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე არიან რუსი ჯარისკაცები, რომლებიც მზად არიან, წავიდნენ უკრაინის საომარ ზონებში. მაგრამ მათი გაგზავნა შესაძლებელია დასავლეთ საზღვარზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. სწორედ ამიტომ მივმართეთ ნატოს გენერალურ მდივანს და ალიანსის კომიტეტებს თხოვნით, მეტი ყურადღება მიაქციონ ბელარუსის ფაქტორს ამ ომში“, - თქვა ნაუსედამ.

24 თებერვალს რუსეთის არმიამ, მათ შორის ბელარუსიდან შეუტია უკრაინის ქალაქებს. ამასთან, ამ ქვეყნის ტერიტორიას რუსული სამხედრო სარდლობა იყენებს, როგორც პლაცდარმს უკრაინაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებისთვის. ამავდროულად, ბელორუსის არმია უშუალოდ არ მონაწილეობს უკრაინაში საომარ მოქმედებებში.

როგორც იუწყებიან, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, დაარწმუნოს ალექსანდრ ლუკაშენკო ომში უშუალო მონაწილეობაში. გარდა ამისა, ამ დროისთვის ბელორუსის ტერიტორიაზე რუსული ჯარები გროვდება: სხვადასხვა შეფასებით, საუბარია 10-15 ათას რუს სამხედრო მოსამსახურეზე.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ჯერ ვერ ხედავენ როგორც ბელორუსის ტერიტორიიდან რუსული სამხედროების ახალი შეჭრის, ასევე ომში ბელორუსის არმიის მონაწილეობის საფრთხეს, მაგრამ დაიწყეს რკინაბეტონის ღობის მშენებლობა ბელორუსის საზღვარზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S