Accentnews.ge
NYT-მა დაადასტურა რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დაღუპვის ვიდეოს ავთენტურობა, თუმცა არ დგინდება ინციდენტის გარემოებები

NYT-მა დაადასტურა რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დაღუპვის ვიდეოს ავთენტურობა, თუმცა არ დგინდება ინციდენტის გარემოებები

21/11/2022 10:38:29 ევროპა

The New York Times-მა დაადასტურა რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დაღუპვის ვიდეოს. მიუხედავად ამისა, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ვიდეოჩანაწერებიდან შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ რუსი სამხედროები.

გამოცემა წერს, რომ ვიდეო აჩვენებს ომის საშინელ მომენტს, მაგრამ არ აჩვენებს, თუ როგორ და რატომ დაიღუპნენ რუსი ჯარისკაცები.

გამოცემის ცნობით, სულ ორი ვიდეო გამოქვეყნდა. ერთ-ერთის შემთხვევაში, უკრაინელმა ჯარისკაცმა ტელეფონით გადაიღო მაკეევკასთვის ბრძოლები. ხოლო მეორე ვიდეო, სავარაუდოდ, გადაღებულია დრონით, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევის მონიტორინგისთვის იყენებენ. მასზე გამოსახულია 12 რუსი ჯარისკაცის ცხედარი, რომელთა გვერდით სისხლის კვალი ჩანს. რა მოხდა ორ ვიდეოს შორის პერიოდში, უცნობია. NYT წერს, რომ შენობიდან გასულმა ბოლო რუსმა ჯარისკაცმა სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სროლა დაიწყო.

მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადამაშაულებენ ტყვეების მკვლელობაში. რუსული მხარე უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს "უიარაღო რუსი სამხედრო ტყვეების დაუნდობლად ჩახოცვაში", ხოლო უკრაინის ომბუდსმენის დიმიტრი ლუბინეცის თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინელებს ჩაბარების აქტის დროს.

ორგანიზაცია „ექიმებიადამიანის უფლებებისთვის“ მრჩეველმა, ექიმმა როჰინ ჰაარმაათმა გამოცემას განუცხადა, რომ სამხედრო ტყვეების უმეტესობას, გამოქვეყნებული კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავში ესროლეს.

თუმცა, უტრეხტის უნივერსიტეტის სამხედრო დანაშაულების ექსპერტი ივა ვუკუშიჩი ამბობს, რომ რთულია ომის დანაშაულის დადგენა მხოლოდ ვიდეო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საქმეში გადამწყვეტი ინციდენტის დროა. გარდა ამისა, რუსი სამხედროების ქმედებები შეიძლება, ჩაითვალოს მოჩვენებით ჩაბარებად, როგორც ფანდი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, რაც ასევე განიხილება ომის დანაშაულად ჟენევის კონვენციების მიხედვით.

ინციდენტს უყურადღებოდ არ დაუტოვებია გაეროს და დაადასტურა, რომ საჭიროა გამოძიების ჩატარება. „ჩვენ ვიცით ამ ვიდეოების შესახებ და ვიკვლევთ მათ“, – განუცხადა „როიტერს“ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენელმა მარტა ჰურტადომ.

მას შემდეგ, რაც ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, რუსეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოსთხოვა „სასტიკი დანაშაული“ დაგმობა და საფუძვლიანი გამოძიების ჩაატარება.

20 ნოემბერს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინა გამოიძიებს ვიდეოებს. მან დასძინა, რომ დამუშავებული მოკლე ვიდეოები "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა", ასახავს რუსეთის ბრალდებებს ომის დანაშაულის შესახებ, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს "აბსოლუტურად არ აქვთ ინტერესი, ვინმეს სიკვდილით დასჯის" და მიიღეს ბრძანება, აიყვანონ რაც შეიძლება მეტი ტყვე შემდეგ გასაცვლელად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S