Accentnews.ge
იტალია 2023 წელსაც გააგრძელებს  უკრაინის შეიარაღებას –კროზეტო

იტალია 2023 წელსაც გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას –კროზეტო

21/11/2022 11:04:09 ევროპა

იტალიის მთავრობა პარლამენტს სთხოვს, დაამტკიცოს ახალი კანონი უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების საშუალებების 2023 წლის განმავლობაში მიწოდების შესახებ, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ გაზეთ Il Foglio-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

Reuters-ის ცნობით, დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც ვადა წლის ბოლოს ეწურება, იტალიის მთავრობას შეუძლია, დახმარება გაუგზავნოს უკრაინას პარლამენტისგან ნებართვის გარეშე.

”თავდაცვის დეპარტამენტი მალე შემოგთავაზებთ იმავე ღონისძიებას, მისი ვადის 2023 წლის განმავლობაში გაგრძელებით“,– თქვა იტალიელმა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ იტალია გააგრძელებს იარაღის მიწოდებას, როგორც ამას აკეთებდა წარსულში, „იმ დროს და იმ გზით, როგორც არის შეთანხმებული პარტნიორებთან და კიევთან“.

მანამდე იტალიის სამთავრობო კოალიციის სპიკერმა განუცხადა „როიტერს“, რომ იტალია ამზადებს ახალი იარაღის პაკეტს უკრაინისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც კიევმა ითხოვა.

კროზეტო ეკუთვნის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მემარჯვენე პარტიას, "იტალიის ძმები", რომელიც უკრაინის მხარდამჭერია.

მმართველი კოალიციის ორი სხვა მთავარი წევრის მატეო სალვინის და სილვიო ბერლუსკონის პოზიციები უფრო საკამათოა, რადგან ორივეს ისტორიული კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S