
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ბაქოში ბრალდებას უარყოფენ
21/11/2022 13:22:52 კავკასია
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
"წუხელ აზერბაიჯანის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის პოზიციების მიმართულებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე", – იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო
უწყება მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. მისი ცნობით, "21 ნოემბერს დილით საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია“.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის განცხადება „დეზინფორმაციაა“.