Accentnews.ge
„როსატომი“: "ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა"

„როსატომი“: "ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა"

21/11/2022 15:10:55 ევროპა

რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ ხელმძღვანელის ალექსეი ლიხაჩევის თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა.

მისი მტკიცებით, გასულ დღეებში სადგურის ტერიტორიის მიმართულებით 30-ჯერ გაისროლეს.

„დარტყმები ხორციელდება გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავზე, სპეციალურ კორპუსზე, სატრანსპორტო მაგისტრალზე, დაზიანებულია სარეზერვო დიზელ გენერატორები“, – განაცხადა ლიხაჩევმა.

მანამდე, რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევი „არ წყვეტს პროვოკაციებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტექნოგენური კატასტროფის საფრთხის შესაქმნელად“.

გაეროს ბირთვული სააგენტოს განცხადებით, უკრაინა მცირედით გადაურჩა ატომურ კატასტროფას მას მერე, რაც რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზაპოროჟიეში შაბათ-კვირას ბირთვული ელექტროსადგური დაცხრილეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) 19 ნოემბრის საღამოს და 20 ნოემბრის დილას აცხადებდა "მძლავრ აფეთქებებზე" ევროპის უდიდეს ბირთვულ სადგურზე. კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ინციდენტებში, რომლებითაც დაზიანდა სადგურის გარკვეული შენობები და აღჭურვილობა.

IAEA-ის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ 20 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ ვისაც უნდა ესროლა სადგურისთვის, მან "ბევრი ადამიანის სიცოცხლით გარისკა".

"გაგვიმართლა, რომ არ მოხდა პოტენციურად სერიოზული ბირთვული ინციდენტი", - ამბობს გროსი და დასძენს, რომ ამგვარ ინციდენტამდე მცირედი რჩებოდა.

"შემდეგ ჯერზე ასეთი იღბლიანები შეიძლება, აღარ ვიყოთ", - აღნიშნავს გროსი და დასძენს, „რადიაციის დონე ნორმალური რჩება და მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. ბირთვული უსაფრთხოების სისტემებზე პირდაპირი გავლენა არ ყოფილა, თუმცა სროლა მათთან სახიფათოდ ახლოს იყო".

ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს თებერვლის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S