Accentnews.ge
დონეცკის რეგიონში უამინდობის გამო რუსეთის თავდასხმების ინტენსივობა შემცირდა - მალიარი

დონეცკის რეგიონში უამინდობის გამო რუსეთის თავდასხმების ინტენსივობა შემცირდა - მალიარი

21/11/2022 17:44:00 ევროპა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის ცნობით, ფრონტზე ყველაზე ცხელი მიმართულება ახლა დონეცკის რეგიონია: მტერმა გარკვეულწილად შეამცირა თავდასხმის აქტივობა ცუდი ამინდის გამო, მაგრამ არ ასუსტებს დაბომბვას.

„ისინი ახლა ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენენ აღმოსავლეთში და უპირველეს ყოვლისა, ახლა ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკის რეგიონია. მათ ხელს უშლის ამინდის პირობები თავდასხმებს ის ოდენობა განახორციელონ, რა რაოდენობის თავდასხმებიც განახორციელეს გასულ კვირას. გასული კვირის მეორე ნახევარში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის მიმართულებით დღეში ასობით შეტევა მოიგერიეს. ახლა, ამინდის გამო, თავდასხმის მცდელობები ოდნავ შემცირდა, მაგრამ ამავე დროს, დაბომბვის რაოდენობა არ შემცირებულა: მთელ აღმოსავლეთ ფრონტზე, დღეში, თითქმის, 400 დაბომბვა ხდება", - განაცხადა მალიარმა.

მისი თქმით, ოკუპანტები ისევ "ოცნებობენ, გავიდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველა თავდასხმას იგერიებენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S