Accentnews.ge
ISW-მა შეაფასა ბელარუსის უკრაინის წინააღმდეგ ომში უშუალო ჩართვის ალბათობა რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციების შემთხვევაში

ISW-მა შეაფასა ბელარუსის უკრაინის წინააღმდეგ ომში უშუალო ჩართვის ალბათობა რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციების შემთხვევაში

22/11/2022 09:30:13 ევროპა

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მკვლევარები ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ, ბელარუსის უშუალო ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუნდაც რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან პროვოკაციების შემდეგ, რომლის მზადების შესახებაც იუწყება უკრაინული დაზვერვა.

"ადრე ISW-მ აღნიშნა, რომ ბელარუსის ომში შესვლა უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის გადარჩენის მხრივ მნიშვნელოვანი შიდა რისკის გამო და ის, რომ რუსეთი და ბელარუსი საინფორმაციო ოპერაციის მხარდასაჭერად უსვამენ ხაზს ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში...ცრუ დროშის ქვეშ პოტენციურმა თავდასხმებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეცვალოს შიდა ფაქტორები, რომლებიც, ISW–ის აზრით, ხელს უშლის ლუკაშენკოს მზადყოფნას, ომში ჩაერთოს რუსეთის მხარეს",– ნათქვამია ანგარიშში

20 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული სპეცსამსახურები პროვოკაციებს გეგმავდნენ ბელარუსის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, კერძოდ, ოსტროვეცის ატომურ ელექტროსადგურზე.

24 თებერვალს რუსული ჯარის ნაწილმა ბელარუსის მხრიდან შეუტია უკრაინის ქალაქებს. ასევე, ამ ქვეყნის ტერიტორიას რუსული სამხედრო სარდლობა იყენებს, როგორც პლაცდარმს უკრაინაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებისთვის. ამავდროულად, ბელარუსის არმია უშუალოდ არ მონაწილეობს უკრაინაში საომარ მოქმედებებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S