"გორის ბიუჯეტმა წელს ეკლესიის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებაში უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე მარტოხელა მშობლების დახმარებაში, სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაციაში და ქალთა სპორტის განვითარებაში"

22-11-2022 14:00:50 საზოგადოება ,რეგიონები

გორის 2022 წლის ბიუჯეტში რელიგიური ორგანიზაციების ელექტროენერგიის დაფინანსებისთვის გამოყოფილი 80 000 ლარი სრულად გადაეცა გორის ეპარქიას. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ეს თანხა 120 000 ლარამდეა გაზრდილი. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს გორის საკრებულოს ფინანსურ სამსახურში, ამ პროგრამით სარგებლობისთვის გორში მომუშავე ყველა რელიგიურ ორგანიზაციას შეუძლია განაცხადით მიმართოს მერიას.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გორის ბიუჯეტმა წელს ეკლესიის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებაში უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე მარტოხელა მშობლების დახმარებაში, სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაციაში და ქალთა სპორტის განვითარებაში.

გორის ბიუჯეტი გორის ეპარქიის ელექტროენერგიის ხარჯის გადასახადის გარდა, რელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერის პროგრამაში ითვალისწინებდა კიდევ 100 000 ლარის ოდენობის თანხას საკულტო ნაგებობების რეაბილიტაციის თანადაფინანსებისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში ეს თანხა 80 000 ლარამდეა შემცირებული, 2022 წლის პირველ სამ კვარტალში ამ პროგრამას ათვისების დაბალი, 29%-იანი მაჩვენებელი აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები