Accentnews.ge
უკრაინის უშიშროების სამსახური როვნოს ოლქის მონასტრებშიც შევიდა

უკრაინის უშიშროების სამსახური როვნოს ოლქის მონასტრებშიც შევიდა

22/11/2022 10:10:34 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს“ ატარებს როვნოს ოლქში მდებარე სამების მონასტრის და ღვთისმშობლის სახელობის ქალთა მონასტრის ტერიტორიებზეც.

მანამდე უსაფრთხოების სამსახურისგან ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს კიევ-პეჩორის ლავრაშიც.

უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად ატარებს „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სისტემური მუშაობის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის".

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, გაზრდილია ტერაქტების, დივერსიების და მძევალთა აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეთა დიდი თავშეყრის ადგილებში.

უკრაინის უშიშროების განმარტებით, ღონისძიებები ტარდება, რათა არ დაუშვან ეკლესიის გამოყენება „რუსული სამყაროს ცენტრად“ და შემოწმდეს მონაცემები იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესიის კუთვნილი შენობები შესაძლოა, გამოიყენებოდეს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების, უცხოეთის მოქალაქეების და იარაღის სამალავად.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ ტერიტორიას და ლავრის შენობებს და ამოწმებენ იქ მყოფ პირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S