Accentnews.ge
მათიკაშვილი: "სიახლეა, რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია, გავერკვევით"

მათიკაშვილი: "სიახლეა, რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია, გავერკვევით"

22/11/2022 12:32:32 პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ელჩისგან ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიისგან გამოიწვია, „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სიტუაციაში გაერკვევიან და მათ მიერ ინიციირებული ანალოგიური კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, არ აგზავნიდნენ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში ვინაიდან „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკრაინული ვერსიის იდენტური იყო, ისინი ვენეციის კომისიის დასკვნას სწორედ უკრაინის მიერ გაგზავნილ კანონზე ელოდნენ.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი ევროკავშირის ძალიან მაღალი ტრიბუნიდან თავის დროზე საკმაოდ მაღალი თამასით იქნა შეფასებული და გვახსოვს, რომ თამამი გადაწყვეტილება და თამამი ნაბიჯები უწოდეს ამ კანონპროექტს. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ უკრიანულმა მხარემ გამოიწვია და აღარ ელოდება დასკვნას, ეს არის სიახლე და აშშ-ის ელჩისგან შევიტყვეთ. ჩვენ გავერკვევით სიტუაციაში, ვნახავთ მოცემულობას და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა მიღებამდე ვენეციის კომისიაში უნდა გააგზავნოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S