Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სურს

სააკაშვილის ადვოკატს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სურს

22/11/2022 14:48:11 სამართალი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სურს.

"დასკვნა რომ მოგვივა ოფიციალურად შემდეგ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს. წესით, ეს იქნება ამ კვირაში. მოვითხოვ შეხვედრას, როგორც [მიხეილ] სააკაშვილის ადვოკატი, მას გავაცნობ და გადავცემ საექსპერტო დასკვნას და შემდგომ იქნება საუბარი მის პატიმრობასთან დაკავშირებით... მან მოისმინა და არანაირი კომენტარი არ გააკეთა [შეწყალებით მიმართვაზე]. შენ შეხვდი, დაელაპარაკე, გადაეცი ჩემი ავადმყოფობის ისტორია, ეს იყო მისი პოზიციები", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისევ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება "დიდ პოლარიზაციას" გამოიწვევდა, ამასთან, აცხადებს, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ სურს, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S