
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
22/11/2022 15:58:17 სამართალი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ პატარა ხარაგაულში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კამათი სუფრასთან მოხდა. მოგვიანებით სოფლის მცხოვრებლებმა გასროლის ხმა გაიგონეს. ადგილზე მისულებმა კი ერთი დაჭრილი მამაკაცი ავტომობილში, მეორე კი ქუჩაში ნახეს.
გუჯა ბერაძე ადგილზე გარდაიცვალა, ირაკლი კიკნაძე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, დაკავებული ჯერ–ჯერობით არავინაა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.